„ვაშინგტონ ვიზარდსის“ მცველ, ბრედლი ბილს 5 წლიანი, 250 მილიონიანი კონტრაქტი გაუფორმეს, რითაც ის ლიგაში ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი მოთამაშე გახდა, მაგრამ მისი კონტრაქტი სხვა მხრივ არის გამორჩეული.
29 წლის მცველი ლიგაში ერთადერთია, რომლის კონტრაქტსაც თრეიდის ოფცია არ აქვს, შესაბამისად, კონტრაქტის ამოწურვამდე ის სხვა გუნდში ვერ გადავა.
ბილი მთელი კარიერაა „ვიზარდსში“ თამაშობს და საშუალოდ, 22.1 ქულას, 4.5 მოხსნასა და 4.4 ასისტს აგროვებს.
GIPHY App Key not set. Please check settings