in

ბრაზილიის ნაკრების ბომბარდირები – ჯერ პელე, ნეიმარი ცალი ხელის გაწვდენაზეა

გუშინ, საფრანგეთის ეროვნული ნაკრების ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირებზე ვისაუბრეთ და ისეთი სახელები ამოტივტივდა, დავიწყება რომ შეუძლებელია, მაგრამ სადღაც, გონების რომელიმე მიკრო უბანში რომ ბინადრობს. მაგალითად, პაპინი, აბა პლატინის, ზიდანს, ანრის და კარიმ ბენზემას ამას ვერ ვკადრებთ…

სელესაო, საფეხბურთო ევერესტი? ალბათ, 5 მუნდიალი, პელე, რიველინო, ჟაირზინიო, რონალდინიო, რონალდო, რომარიო… უზარმაზარ სიას შევეჭიდეთ და ისევ ჰიმალაის მივუბრუნდეთ. სელესაოს ბომბარდირობა ხომ ცალკე, განყენებული სიმაღლეა, რომელსაც სხვაგვარი რომანტიკა და ემოცია დაჰკრავს…

სიის თავში პელეა, 77 გოლი 92 მატჩში. 2 მუნდიალი, საუკეთესოს ელემენტი – ვა, პელე ნახე… გაიგონებდით ეზოში, ბეტონის ანდაც ხლეოვნურსაფრიან მოედანზე, იმიტომ, რომ ედსონ არანტეს დო ნასიმენტო პელე საუკეთესოს სიმბოლოა.

მეორე საფეხურზე კი ის კაცია, რომელიც სულ მალე დაიკავებს მწვერვალს და პელეს K2-ზე გადააბრძანებს. ნეიმარ ჟუნიორი – 114 მატჩი 74 გოლი.

რონალდო – ფეხბურთის ყველაზე დაუჯერებელი ისტორია, როდესაც სამიზნე, მხოლოდ მისი მუხლები იყო და საწადელს მიაღწიეს… 62 გოლი და ადგილი რჩეულ ჯენტლმენთა ლიგაში.

მესამე საფეხურზე რომარიოა 55 გოლით, 1994 წლის მუნდიალის ერთ-ერთი მთავარი ვარსკვლავი, 71 მატჩში გატანილი 55 გოლი და ბრინჯაოს სინჯი…

მოქმედ ფეხბურთელთაგან ათეულში მხოლოდ ნეიმარია. შემდეგ მოდიან: ზიკო 48, ბებეტო 40, რივალდო 35, ჟაირზინიო 35, რონალდინიო 33 და ტოსტაო 32.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ის დამრჩენია, რომ სხვა პრიზები მოვიგო: გიორგი მამარდაშვილი სეზონის საუკეთესო ფეხბურთელია

ფაბიო კაპელოს თეორია ინგლისის ნაკრებზე: შეიძლება მუნდიალი მოიგონო…