ლათინური კლასიკო – ბრაზილია-არგენტინა – ჩაიშალა. მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი მატჩი ახალი დაწყებული იყო, როდესაც მოედანზე ბრაზილიის სანიტარული ზედამხედველობის სააგენტოსა (Anvisa) და პოლიციის წარმომადგენლები შევიდნენ და თამაშიც შეწყდა.
Anvisa-ს აზრით, 4 არგენტინელი მოთამაშე ვალდებული იყო კარანტინი გაეარა. ეს ეხება ყველა უცხოელ მოგზაურს, რომლებიც ქვეყანაში შევლენ დიდი ბრიტანეთიდან, სამხრეთ აფრიკიდან, ჩრდ ირლანდიიდან ან ინდოეთიდან.
ვითარებას Anvisa-ს პრეზიდენტი ანტონიო ტორესი გამოეხმაურა.
„სამწუხაროდ, Anvisa-ს მიერ გაწერილი წესები არ შესრულდა. ამ ოთხი ფეხბურთელის დეპორტაცია უნდა მოხდეს“. მან ასევე დაამატა, რომ ასეთ პირობებში მატჩის ჩატარება აბსურდი იქნებოდა
ეს ოთხი ფეხბურთელი გახლავთ: ემილიანო მარტინესი, ემილიანო ბუენდია (ორივე „ასტონ ვილა“), ჯოვანი ლო სელსო, კრისტიან რომერო (ორივე „ტოტენჰემი“).
მარტინესი, ლო სელსო და რომერო ძირითად შემადგენლობაში იყვნენ.
მომხდარზე განცხადება გააკეთა სამხრეთ ამერიკის ფეხბურთის კონფედერაციამ, რომლის თქმით, ფიფას დისციპლინარულ კომიტეტში მსაჯები და კომისარი ანგარიშს წარადგენენ, ფიფა კი სამომავლო მოქმედებებს განსაზღვრავს. რადგან შესარჩევი მატჩები ფიფას ეგიდით ტარდება, სწორედ ფიფას კოპეტენციაა გადაწყვეტილების მიღება.
მესის სიტყვები:
„ჩვენ ჩამოვედით, არავის არაფერზე არ გავუფრთხილებივართ, რომ შეიძლებოდა ასეთი რამ მომხდარიყო. ჩვენ აქ უკვე სამი დღეა ვართ – ხომ შეიძლებოდა დეპორტი აქამდეც მომხდარიყო. ეს კატასტროფაა“.
GIPHY App Key not set. Please check settings