“ბარსელონას” ყოფილი პრეზიდენტი ხოსეპ მარია ბარტომეუ დააკავეს. ინფორმაციას ცნობილი ესპანური გამოცემა Mundo deportivo ავრცელებს.
წყაროს ცნობით, ასევე დაკავებული არიან “ბარსელონას” ყოფილი აღმასრულებელი დირექტორი ოსკარ გრაუ და იურიდიულ საქმეთა განყოფილების ყოფილი ხელმძღვანელი რომან პონტი.
ბარტომეუ კლუბის ბიუჯეტიდან ფულის გაფლანგვაში დაადანაშაულეს. მას ასევე ბრალი ედება 1 მილიონი ევროს თანხის ოდენობის უკანონოდ გამოყენებაში, რაც სოციალურ ქსელებში ყალბი ექაუნთების, ე.წ. “ბოტების” სკანდალთან არის დაკავშირებული.
ბარტომეუ ე.წ. “ბოტებს” საკუთარი გადაწყვეტილებების გასამართლებლად და გუნდის ლიდერების გასაკრიტიკებლად იყენებდა. “ბარტომეუს ბოტები” მესის, პიკეს და გუნდის სხვა ვარსკვლავებს ხშირას აკრიტიკებდნენ.
GIPHY App Key not set. Please check settings