in

ბოსტონმა გოლდენ სტეიტი დაამარცხა და სერიაში კვლავ წინ გაიჭრა

ორი გასვლითი მატჩის შემდეგ “ბოსტონ სელტიკსმა“ „თიდი გარდენში“ „გოლდენ სტეიტს“ უმასპინძლა და 116:100 დაამარცხა.

სტარტიდან მოყოლებული „სელტიკსი“ წინ კომფორტულად გაიჭრა და პირველი მეოთხედი 33:22 მოიგო. მეორე მეოთხედში მწვანეები მოწყდებოდნენ, თუმცა ოქროს შტატელებმა მოახერხეს და აიმი 12 ქულაზე მეტით არ დათმეს.

საკვანძო აღმოჩნდა მესამე პერიოდი, როდესაც „უორიორსმა“ წინ გასვლაც კი მოახერხა, თუმცა უპირატესობის დასტაბილურობა ვერ შეძლო და, საბოლოოდ, „თიდი გარდენის“ ბინადრებმა 16 ქულიანი უპირატესობით გაიმარჯვეს.

მასპინძელთა შორის რამდენიმე მოთამაშე იყო გამორჩეული. ჯეისონ ტეიტუმი (26 ქულა, 6 მოხსნა და 9 პასი), ჯეილენ ბრაუნი (27ქულა, 9 მოხსნა და 5 პასი) და მარკუს სმარტი (24 ქქულა, 7 მოხსმა და 5 პასი).

სტუმართა მხრიდან სტეფ კარიმ 31, ხოლო კლეი ტოპმსონმა 27 ქულა ჩააგდეს. მატჩის ბოლოსკენ სტეფმა ალ ჰორფორდთან შეჯახების შემდეგ დაზიანება მიიღო. „ამეტაპზე არაფერი ვიცი, ხვალ გამოკვლევა ჩაუტარდება და ყველაფერს გავიგებთ“ – სტივ კერი.

სერიაში ანგარიში 2:1 გახდა და მომდევნო მატჩი ისევ „თიდი გარდენში“, 11 ივნისს, ჩვენი დროით, დილის 5 საათზე გაიმართება.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ვლადიმირ ვაისი სლოვანის მწვრთნელი აღარ არის

ახალი ფორმა – პირდაპირი და გადატანითი მნიშვნელობით: სად არის საქართველო და რას ეფუძნება ოპტიმიზმი