in

ბორჯღალოსნები ბელგიას თელავში უმასპინძლებენ

Sport4me.ge-ს მორიგი ექსკლუზივი, რომელიც კახელებს ძალიან გაუხარდებათ. საქართველოს ნაკრები წლევანდელი “რაგბი ევროპის ჩემპიონატის” ბოლო მატჩს თელავში ჩაატარებს.

აღნიშნული ცნობა ოფიციალურად ჯერჯერობით არ დადასტურებულა, თუმცა ამის შესახებ სოციალურ ქსელში დღეს გაჟღერდა, რომელიც სანდო წყაროსთან გადავამოწმეთ და გავიგეთ, რომ ეს ცნობა სიმართლეს შეესაბამება. 

თელავში საქართველოს ნაკრებს აქამდე არასდროს უთამაშია. ქალაქში თანამედროვე სტანდარტების სარაგბო სტადიონი “კავკასიონი რაგბი არენა” 2018 წლის ოქტომბერში გაიხსნა, რომლის მშენებლობა 7.8 მილიონი ლარი დაჯდა. ტრიბუნები 2244 ადამიანზეა გათვლილი.  

“ბორჯღალოსნები” 2021 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატის ბოლო მატჩს 26 ივნისს გამართავენ. მოწინააღმდეგე პლეი-აუტში ბელგია/ნიდერლანდებს შორის გამარჯვებული იქნება, რომელიც 29 მაისს გამოვლინდება. 

What do you think?

Written by Tato Nikuradze

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ინტერი ხელფასებს ვერ არიგებს, არსენალი წმენდას იწყებს, ტრანსფერები ხურდება – ამბები მოკლედ

ბრიტანეთი მაყურებელს აბრუნებს