in ,

ბორუსია vs სევილია: წინათქმა

დორტმუნდში ჩემპიონთა ლიგის განმეორებითი 1/8 ფინალია, „ბორუსია“ კომფორტულად გრძნობს თავს „სევილიას“ წინააღმდეგ, მაგრამ დამშვიდებით ყოფნა მაინც ნაადრევია. სევილიაში დორტმუნდელბმა 3:2 მოიგეს, ესპანურ გუნდს ბოლო დროს არც თუ სასიამოვნო შედეგები აქვს, მაგრამ ეს ხომ ფეხბურთია და ყველაფერი შეიძლება მოხდეს, მით უმეტეს, რო არც „ბორუსიაა“ სტაბილური და თან ტრავმებითაა დახუნძლული.

ვუნდერკინდი ვიკინგების ქვეყნიდან: სევილიამ ჰაალანდი ვერ შეაჩერა – მადლობა მბაპეს

This image has an empty alt attribute; its file name is 159221386_1909056569259463_5774240829161897238_o-1024x682.jpg

სტატისტიკა

„სევილიამ“ ბოლო 5 მატჩიდან 4 წააგო (ყველა ტურნირზე);

„ბორუსიამ“ ბოლო 6 მატჩიდან 4 მოიგო;

„ბორუსიამ“ ჩემპიონთა ლიგის საშინაო 11 მატჩიდან მარტო 1 თამაში წააგო;

ჩემპიონთა ლიგაზე ბოლო 9 გასვლითი მატჩიდან „სევილიამ“ მარტო ერთხელ წააგო (4 მოგება და 4 ფრე);

„ბორუსიამ“ ევროთასებზე 15 საშინაო მატჩიდან მხოლოდ 3 წააგო ესპანურ გუნდებთან (8 მოგება და 4 ფრე).

სავარაუდო შემადგენლობები:

ბორუსია: ჰიტცი – მონიე, ჯანი, ჰუმელსი, შულცი – დელაინი, ბელინგემი, დაუდი – როისი, აზარი – ჰაალანდი

სევილია: ბონო – ნავასი, კუნდე, კარლოსი, აკუნია – ჯორდანი, ფერნანდო – ოკამპოსი, რაკიტიჩი, გომესი – ენ-ნესირი

ტრავმა: ვიტცელი, შმელცერი, სანჩო, აკანჯი (?), გერეირო (?), რეინა (?) – ვიდალი, ბონო (?), კუნდე (?)

იუვენტუსი vs პორტო: პროგნოზი, კომენტარები

ბუქმეკერები მიიჩნევენ, რომ მატჩი უხვგოლიანი გამოვა, შეიძლება ისევ 5 გოლი არ გავიდეს, მაგრამ „ორივე გაიტანს“ და 2.5-ზე მეტი უფრო მოსალოდნელია.
ამის არგუმენტად ისიც მოჰყავთ, რომ დაცვაში გუნდები გაუვალი არ არიან და თავდასხმა აღემატება დაცვის ხაზს.

ზოგადად კი მცირე უპირატესობა მასპინძლების მხარესაა. „ბორუსიას“ მოგებაზე დაახლოებით 2.25 კოეფიციენტია, ფრეზე – 3.8 და „სევილიას“ მოგებაზე – 3.35.

თუმცა ექსპერტები იმასაც აღნიშნავენ, რომ მოგებაზე დადება მაინც სარისკოა.

[poll id=”9683″]

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

არველაძე ჯერარდის შემცვლელად? შოთის რეინჯერსში ელიან

ევროპული კლუბები ახალ ჩემპიონთა ლიგაზე თითქმის შეთანხდნენ