ფინანსური რეგულაციების დარღვევის გამო 21-ე საუკუნეში საფრანგეთის ერთ-ერთი გამორჩეული კლუბი „ბორდო“ რანგით მესამე დივიზიონში დააქვეითეს. ტრიბუნალმა აღნიშნული გადაწყვეტილება მოთამაშეების არალეგალური გზით დარეგისტრირებისა და აგენტებისათვის უკანონოდ გადახდილი თანხების გამო მიიღო.
გასული სეზონი „ბორდოს“ კრახით დასრულდა. გუნდი მეორე დივიზიონში დაქვეითდა, მაგრამ წაქცეულზე კიდევ ერთი მოხვდათ და ტრიბუნალმა მესამე ლიგაში გაამგზავრა. ისე, ეს დივიზონი ნახევრად პროფესიონალურია, შესაბამისად, „ბორდოს“ დარი გუნდისათვის სრული კატასტროფაა.
„ჩვენ ამ გადაწყვეტილების უმალ გასაჩივრებას ვგეგმავთ. ნამდვილად ვერ წარმოვიდგენდით, რომ საქმე ასე წარიმართებოდა. იმედი გვაქვს, მეორე ლიგაში ადგილს შევინარჩუნებთ“ – დაწერა კლუბის თვითერ გვერდმა.
ანალოგიური პრობლემის წინაშე კიდევ ორი გუნდია. „სენტ ეტიენი“, რომელიც მეორე ლიგაში მიაბრძანეს და ასევე „ანჟე“. შეგახსენებთ, „ბორდო“ 1991 წლის შემდეგ პირველად დაემშვიდობა ელიტას. „სენტ ეტიანი“ კი 2005-ის.
GIPHY App Key not set. Please check settings