ზურიკო დავითაშვილის „ბორდომ“ ტურნირის ფინიშისკენ უმნიშვნელოვანესი ქულები დაკარგა – ფრე 0:0 სტუმრად „რუანთან“.
ქართველი ფეხბურთელი, რომელიც ბოლო ორი ტურია სიმბოლურ ნაკრებში ხვდება, ძირითად შემადგენლობაში იყო. ის 70-ე წუთზე შეცვალეს. ჩვენიანი ძალიან აქტიური იყო და წესით შესაცვლელიც არაფერი სჭირდა.
„ბორდო“ უპირატესობას ფლობდა, უტევდა, მაგრამ მეტოქის დაცვას ვერაფერი მოუხერხა და ფრეს დასჯერდა.
მიუხედვად იმისა, რომ „ბორდომ“ ქულები დაკარგა, ხოლო მდევარმა „მეცმა“ მოიგო, ჟირონდელები მაინც რჩებიან მე-2 ადგილზე (66 ქულა) და 1 ქულით უსწრებენ „მეცს“.
მატჩის შემდეგ “ბორდოს” მთავარმა მწვრთნელმა დავიდ გუიონმა აღნიშნა, რომ ყველაფერი მაინც მათ ხელშია: “ჩვენ წინ მივიწევთ. ვიცით, რომ ჩვენი ბედი ყოველთვის ჩვენს ხელთაა”.
მომდევნო ტურში „ბორდო“ 20 მაისს „ლავალს“ უმასპინძლებს.
საფრანგეთის ლიგა 2-ის დასრულებამდე კი სამი ტურია დარჩენილი.
GIPHY App Key not set. Please check settings