დღეს, თბილისის დროით, 23:30 საათზე ესპანეთის თასის 1/64 ფინალურ შეხვედრაში “ვალენსია” “უტრილასს” დაუპირისპირდება.
ესპანურ მედიაში არაერთი სტატია გავრცელდა, თუ ვინ იქნება “ღამურების” კარში. ბევრის აზრით, დღეს ბორდალასი ისევ გიორგი მამარდაშვილს ენდობა.
ვის მისცემს ბორდალასი შანსს? მამარდაშვილს თუ?..
ესპანური მედია: კოპა დელ რეიზე ბორდალასმა შესაძლოა შანსი მამარდაშვილს მისცეს
მეკარეების თემაზე მატჩისწინა პრესკონფერენციაზე “ვალენსიას” მთავარმა მწვრთნელმა ხოსე ბორდალასმაც ისაუბრა. მან აღნიშნა, რომ სილესენი “უტრილასთან” შეხვედრაში მონაწილეობას არ მიიღებს და დანარჩენ სამ მეკარეს შორის არჩევანს მოგვიანებით გააკეთებს.
“ამ ეტაპზე დანამდვილებით მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ “უტრილასთან” სილესენი არ ითამაშებს. რაც შეეხება დანარჩენს სამ მეკარეს: რივერო, დომენეკი, მამარდაშვილი სამივეს თანაბარი შანსი აქვს. ისინი ძალიან ბევრს შრომობენ და საკუთარი შანსის მოლოდინში არიან. მათგან ყველას ბოლომდე ვენდობით, მაგრამ ამ მატჩში ვინ იქნება კარში ამას მოგვიანებით გადავწყვეტთ”, – თქვა ბორდალასმა.
GIPHY App Key not set. Please check settings