in

ბოლქვაძე კვალიფიკაციაში დამარცხდა და როლან გაროსს გამოეთიშა

24 წლის ქართველი ჩოგბურთელი მარიამ ბოლქვაძე “როლან გაროსის” საკვალიფიკაციო რაუნდის პირველივე წრეში დამარცხდა.

მარიამი ავსტრალიელ სეონ მენდეზს დაუპირისპირდა და 6:3;4:6;2:6 დამარცხდა. მარიამისთვის ყველაფერიკარგად მიდიოდა და პირველი სეტიც მოიგო, მაგრამ შემდეგ 10 ორმაგი შეცდომა დაუშვა და დამარცხდა კიდეც.

კვალიფიკაციაში დღეს ჩაერთვება საქართველოს პირველი ქალი ჩოგანი ეკატერინე გორგოძე, რომლის მეტოქეც 19 წლის ფრანგი ლოი ბოისონი იქნება, რომელიც WTA-ს 576-ე ნომერია. ეკო კი კლასიფიკაციაში 109-ე ადგილს იკავებს.

“როლან გაროსზე” პირდაპირი ძირითადი ბადიდან დაიწყებს ნიკოლოზ ბასილაშვილი, რომელიც “როლან გაროსამდე” ჟენევაში ითამაშებს.

What do you think?

Written by Tato Nikuradze

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

მონოი და ტოჩინოშინის მე-6 გამარჯვება ნაცუ ბაშოზე

მე-300 გოლის და მაკედონიასთან რევანშის მოლოდინში: საქართველო ივნისში საყვარელ ტურნირზე ითამაშებს