მარიამ ბოლქვაძე თავის კარიერაში მეშვიდე ტიტულთან ძალიან ახლოს იყო, თუმცა ფინალში ტრავმამ ხელი შეუშალა, ფინალში შეხვედრის ბოლომდე დასრულებაც ვერ მოახერხა და მეორე ადგილს დასჯერდა.
24 წლის ქართველმა ჩოგბურთელმა ინგლისის ქალაქ ლაფბოროში გამართულ საერთაშორისო ტურნირზე იასპარეზა, სადაც 4 შეხვედრაში გაიმარჯვა და ფინალში გავიდა, სადაც დანიელ სოფია ნამი სამავიტასთან დამარცხდა.
ბოლქვაძემ პირველი სეტი 2:6 წააგო და მეორე სეტში, როდესაც ანგარიში 5:5 იყო, ქართველმა ტრავმის გამო შეხვედრის გაგრძელება ვეღარ მოახერხა.
მარიამ ბოლქვაძე WTA კლასიფიკაციაში 177-ე ადგილზეა.
GIPHY App Key not set. Please check settings