in

ბოლო ბაბლი საქართველოში: როგორ იცხოვრებენ და ითამაშებენ გუნდები

საქართველო 2022 წლის ევროპის საკალათბურთო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ბოლო ფანჯარას უმასპინძლებს, რომელიც ე.წ „ბაბლის“ პრინციპით, თბილისის სპორტის სასახლეში გაიმართება.

აღნიშნული ეტაპი ჩვენი გუნდისთვის უმნიშვნელოვანესია. მომავალი მატჩები წარმოადგენს ევრობასკეტ 2022-სთვის შესარჩევ ეტაპს, რომლის განმავლობაშიც არაერთი ახალგაზრდა მოთამაშე ვეტერან კალათბურთელებთან ერთად დაიცავს ეროვნული ნაკრების ღირსებას და ქართველი გულშემატკივრის მხარდაჭერა, როგორც ყოველთვის, დიდი სტიმული იქნება მათი წარმატებისთვის.

საქართველოს, როგორც ევრობასკეტის ერთ-ერთ მასპინძელ ქვეყანას, ევროპის ჩემპიონატზე ასპარეზობა გარანტირებული აქვს და მიუხედავად ამისა, ჩვენი გუნდი საკვალიფიკაციო ეტაპის E ჯგუფს დაუმარცხებლად, ერთპიროვნულად ლიდერობს.

„ბაბლის“ სიტემით, ოთხივე ეროვნული ნაკრები – საქართველო, სერბეთი, ფინეთი და შვეიცარია თბილისში შეიკრიბება, ერთ სასტუმროში იცხოვრებს და გარეთ გასვლა აეკრძალება. გუნდები მხოლოდ ვარჯიშებისთვის და თამაშებისთვის გადაადგილდებიან და ერთმანეთთან შეხება, გარდა მატჩების დღეს უშუალოდ სათამაშო მოედნისა, არ ექნებათ.

19 თებერვალი
საქართველო vs სერბეთი
19:00 სთ

21 თებერვალი
საქართველო vs ფინეთი
19:00 სთ

აღნიშნული რეგულაციებით, საკვალიფიკაციო მატჩების ჩატარება საერთაშორისო კალათბურთის ფედერაციამ (FIBA) კოვიდ 19-ის პანდემიის გამო გადაწყვიტა.

ჩვენს ქვეყანას, რომელიც 2022 წელს ევრობასკეტს, ხოლო 2021 წლის ზაფხულში 20-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატს მასპინძლობს, საორგანიზაციო კუთხით კიდევ ერთი საპასუხისმგებლო მისია დაეკისრა და “ბაბლის” პრინციპით ევრობასკეტის საკვალიფიკაციო ეტაპის თებერვლის ფანჯრის ყველა შეხვედრას უმასპინძლებს, რაც უდიდესი გამოცდილება იქნება მომავალი საკონტინენტო მნიშვნელობის ტურნირების წინ.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

გოგას 4 ქულა, 5 მოხსნა და 3 დაფარება

ბუდუს გოლი, კიტეიშვილის ლომის წილი და კარგი ამბავი ბელგიიდან