ქართულ სარაგბო ოჯახში რთული და გაურკვეველი სიტუაცია გრძელდება. უკვე 1 წელია რაგბის კავშირი თავკაცის გარეშეა დარჩენი და ქართულ რაგბის დროებითი ხელმძღვანელობა მართავს.
10-თვიანი უძრაობის შემდეგ, 2020 წლის 30 დეკემბერს სარაგბო კლუბ თბილისის “ლოკომოტივის” ბაზაზე საარჩევნო, საანგარიშო ყრილობა ჩატარდა, რომლის შედეგების მიხედვით პრეზიდენტად საქართველოს მორაგბეთა ნაკრების ყოფილი კაპიტანი ირაკლი აბუსერიძე აირჩა. არჩევნებში აბუსერიძემ 31 ხმა მიიღო. 10 ხმა მიიღო კავშირის ყოფილმა პრეზიდენტმა გოჩა სვანიძემ. პრეზიდენტობის მესამე კანდიდატმა ლაშა (ბაჩო) ხურციძემ კი, საარჩევნო ყრილობას ბოიკოტი გამოუცხადა. ხურციძე მიიჩნევს, რომ აღნიშნული არჩევნები, როგორ რიგგარეშე საარჩევნო ყრილობა და არა გადადებული არჩევნები, ისე უნდა ჩატარებულიყო. სწორედ, ამ მიზეზით ბაჩო ხურციძემ აღნიშნული არჩევნები საჯარო რეესტრში გაასაჩივრა. 8 თებერვალს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნულმა საააგენტომ ირაკლი აბუსერიძე პრეზიდენტად არ დაარეგისტრირა.
არეულობა რაგბის კავშირში: რეესტრმა აბუსერიძის რეგისტრაცია შეწყვიტა
ირაკლი აბუსერიძის გუნდის წევრები, ვეტერანი, ლეგენდარული მორაგბეები საჯარო რეესტრის გადაწყვეტილებაზე პოლიტკურ ზეწოლაზე საუბრობენ. ისინი აღნიშნავენ, რომ ქართულ რაგბიში არსებულ დესტრუქციულ ძალებს არა რაგბის პროგრესი, არამედ საკუთარი პრივილეგიების შენარჩუნება უნდათ. ვეტერანი მორაგბეები ირაკლი კობახიძის მამის გიორგი კობახიძის სახელსაც ასახელებენ. შეგახსენებთ, რომ გიორგი კობახიძე რაგბის კავშირის გამგეობის ყოფილი წევრია.
რაგბი მორაგბეებს! კობახიძის გავლენა რაგბისაც გადაწვდა?!
აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, ჩვენტან ექსკლუზიური კომენტარი გააკეთეს საქართველოს რაგბის კავშირის მაღალი მიღწევების დირექტორმა სიმონ მაისურაძემ და ვეტერანმა მორაგბე ბობა კვინიხიძემ.
“30 დეკემბერს ჩატარდა ლეგიტიმური არჩევნები, რომელზეც კლუბების უმრავლესობამ აირჩია ირაკლი აბუსერიძე. ქართულ რაგბიში არსებული დესტრუქციული ძალები ცდილობენ არეულობის შემოტანას, რადგან მათ არა რაგბის პროგრესი, არამედ პრივილეგიების შენარჩუნება სურთ.
ყველა თაობის გამორჩეული მორაგბე, რომლებმაც რაგბი დღემდე მოიტანეს, ყველა ირაკლი აბუსერიძის გვერდით დგას და მორაგბეებს პოლიკოსები არ უნდა უცხადებდნენ ომს. ჯერ არჩევნების დღეს დაშინებებით და ტერორით 12 ხმა მოგვპარეს, ახლა კი, ასეთ არეულობას ცდილობენ.
ჩვენ გაჩერებას არ ვაპირებთ, რადგან სიმართლე ჩვენს მხარესაა. გავაგრძელებთ ბრძოლას საერთაშორისო ასპარეზზე. მათ შორის, მსოფლიო რაგბის ფედერაციაშიც”, – ამბობს სიმონ მაისურაძე.
გიორგი კობახიძის და გივი ჭიჭინაძის მხრიდან ქართულ რაგბიში პოლიტიკურ ჩარევაზე საუბრობს ვეტერანი მორაგბე ბობა კვინიხიძე.
“ეს არის დიდი სირცხვილი, რაც ახლა ქართულ რაგბიში ხდება. გივი ჭიჭინაძე, გიორგი კობახიძე და ეს ადამიანები დაშინებებით და პოლიტიკური გავლენებით ცდილობენ რაგბის კავშირში თავიანთი კაცის დასმას. უნდათ ომი? მიირებენ ომს”, – ამბობს ბობა კვინიხიძე.
GIPHY App Key not set. Please check settings