in

ბილეთები არ იყიდება, მაგრამ ტრიბუნები ცარიელია – THEATHLETIC-მა კვლევა ჩაატარა

ათლეტიკი რომ ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ედითორიალია ამის შესახებ თავს არ შეგაწყენთ, მაგრამ დღეს მათ ძალიან საინტერესო კვლევა შემოგვთავაზეს.

მიმდინარე მუნდიალის ერთ-ერთი მთავარი პრობლემა (ლუდის გარდა), სწორედ დასწრებაა. მაგალითად, გუშინ შვეიცარიისა და კამერუნის მატჩზე 39000 ადამიანი იყო, როცა სტადიონის ტევადობა 44000 არის და ა.შ.

ყველაზე საინტერესო კი ისაა, რომ მიუხედავად ამდენი თავისუფალი ადგილისა FIFA.COM-ზე ბილეთს ვერცერთ მატჩზე ვერ შეიძენთ.

რეალურად, ბილეთის შეძენა მატჩამდე ცოტახნით ადრე, ისიც ლიმიტირებულადაა შესაძლებელი.

პლეი ოფის ყველა მატჩს “Sold out” აწერია, რაც სულ გაიყიდას ნიშნავს.

არსებობს კიდევ ერთი – “LOW AVAILABILITY”, რაც მცირე რაოდენობით შემორჩენას ნიშნავს და უელსი-ამერიკის მატჩის ბილეთების შეძენა შესაძლებელია, ფასი კი 69 დოლარიდან 210 დოლარამდე მერყეობს, მაგრამ ბილეთების ნაწილი კიდევ ერთი დიდი კითხვის ნიშანია ფიფასადმი, რადგან რეალიზების გარეშე დარჩენილი ბილეთების ყიდვაც დიდი პრობლემაა, ტრიბუნები კი სანახევროდ ცარიელი, თან ქომაგი ფხიზელია. ჰო, გარეთ კი ნოემბერია…

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

მეორე ტურიდან ცისარტყელას დაუშვებენ: ყატარი ლგბტ-ს არ შეეხება

იოახიმ ლიოვმა ONE LOVE სამკლავურს უპასუხა