ბილბაოს „ატლეტიკმა“ ესპანეთის თასზე „ლევანტე“ გაიარა და ფინალში გავიდა. განმეორებითი ნახევარფინალი, როგორც პირველი შეხვედრა, ფრედ 1:1 დასრულდა, ბასკებმა გამარჯვების გოლი დამატებით დროში შეაგდეს.
ფინალში „ატლეტიკი“ „ბარსელონას“ ეთამაშება. ამრიგად, ბასკებმა შანსი მიიღეს ეს ტროფეი ზედიზედ ორჯერ მოიგონ ორ კვირაში.
საქმე ისაა, რომ პანდემიის გამო 2019/20 წლების ფინალი „ატლეტიკსა“ და „რეალ სოსიედადს“ შორის ჯერ არ ჩატარებულა და ეს ფინალი 3 აპრილსაა ჩანიშნული. ხოლო „ბარსასთან“ გადამწყვეტი თამაში 17 აპრილს უნდა გაიმართოს.
ორივე ფინალი სევილიაშია.
„ატლეტიკი“ მეორე გუნდია ესპანეთის თასზე გამარჯვებების რაოდენობით – 23, ლიდერი „ბარსელონაა“ – 30.
აღსანიშნავია, რომ ზამთარში „ატლეტიკმა“ ესპანეთის სუპერთასზე უკვე დაამარცხა „ბარსელონა“.
GIPHY App Key not set. Please check settings