in

ბილბაოს შესაძლოა ევროპა ჩამოართვან: ვერ მოვასწრებთ

სამწუხაროდ, პანდემია ისევ არ გვეშვება და მასშტაბური საფეხბურთო ღონისძიება, რომელიც ჯერ კიდევ 2020 წელს უნდა გამართულიყო და გულშემატკივარი სულმოუთქმენლად ელოდა, შესაძლოა უმაყურებლოდ ჩატარდეს.

უეფა და უცხოური მედია იმედიანადაა, მაგრამ ახლახან ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციამ (RFEF) ოფიციალურ გვერდზე განცხადება გამოაქვეყნა, რომლის მიხედვით ბასკეთის მთავრობა ბილბაოს “ახალ სან მამესის” სტადიონზე ევრო 2020-ის მატჩებზე გულშემატკივრის დასწრებას შეუძლებლად მიიჩნევს.

ბასკეთის მთავრობის განცხადებით, სტადიონზე გულშემატკივრების დაშვება მხოლოდ იმ შემთხევაში იქნება დასაშვები, თუ ევრო 2020-ის დაწყებამდე ესპანეთის მოსახლეობის 60%-ს მაინც ექნება ვაქცინაცია გავლილი.

“მივიღეთ მოთხოვნების ჩამონათვალი. ერთი შეხედვით, ესპანეთის ფეხბურთის ფედერაცია ვერ შეძლებს მის მიღებას.
ბილბაოსა და დანარჩენ ესპანეთში 60%-ის ვაქცინაციის 14 ივნისამდე შესრულება შეუძლებელია. ამიტომ მატჩები ცარიელ ტრიბუნების თანხლებით უნდა გაიმართოს”, – უწერია ფეხბურთის ფედერაციას.

ახლა ჯერი უეფას გადაწყვეტილებაზეა. ფედერაციის განცხადებაში ისიც წერია, რომ ორგანიზაცია არ იღებს პასუხისმგებლობას იმ ვერდიქტზე, რომელსაც უეფა გამოიტანს.

შეგახსენებთ, ასევე სერიოზული კითხვის ნიშნის ქვეშაა დუბლინში მაყურებლების დაშვების საკითხიც.

ევრო 2020-დან შესაძლოა 3 ქალაქი ამოვარდეს: საფრთხის ქვეშ გლაზგო, დუბლინი და ბილბაო არიან

2020 წლიდან 2021-ში გადატანილი ევრო-2020 11 ივნისიდან 11 ივლისამდე გაიმართება.

ევრო 2020-ის ქალაქები მაყურებლისთვის მზად არიან: რას გადაწყვეტს უეფა

What do you think?

Written by Tato Nikuradze

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

მბაპე, მბაპე, მბაპე…

დღეს დინამოს ლეგენდარულ კაპიტანს 66 წელი შეუსრულდა