გუშინდელი საქართველოს საფეხბურთო ნაკრების გამარჯვებამ მთელი ერი ისე ძალიან გაგვახარა, რომ სხვა ყველაფერი თითქმის გადაგვავიწყა, მაგრამ უნდა ვახსენოთ, რო ოკეანის გადაღმა გოგა ბითაძემ კიდევ ერთი კარგი თამაში აჩვენა.
Nba-ს რეგულარული ჩემპიონატის შეხვედრაში გოგა ბითაძის “ინდიანა პეისერსი” “იუტა ჯაზს” დაუპირისპირდა და 111:100 დაამარცხა.
22 წლის ქართველმა ცენტრმა პარკეტზე 6:25 წუთი დაჰყო, რა დროშიც 2 ქულა, 2 მოხსნა და 2 ჩაჭრა მიითვალა. გოგამ ბურთი ერთხელ დაკარგა და 4 პერსონალური ჯარიმა მიიღო.
ყველაზე შედეგიანი ინდიანას გამთამაშებელი მალკოლმ ბროგდონი იყო, რომელიც თავის გუნდს 30 ქულითა და 9 მოხსნით ულიდერა. 21 ქულა და 8 მოხსნა იყო ტი ჯეი მაკკონელის აქტივში, მაილს ტერნერს კი ორმაგ დუბლამდე სულ ერთი მოხსნა დააკლდა – 13 ქულა, 9 მოხსნა.
მეოთხე მეოთხედში კალათბურთელებს შორის გაწევ-გამოწევა იყო, ჩხუბი კი რუდი გობერისა (იუტა) და მაილს ტერნერის დაპირისპირებით დაიწყო და მასში ჯო ინგლსი და დონოვან მიტჩელიც ჩაებნენ. ინციდენტის შემდეგ გობერი, ინგლსი, მიტჩელი და ტერნერი მოედნიდან გააძევეს.
“პეისერსს” რეგულარულ ჩემპიონატში ჩატარებულ 13 შეხვედრაში 5 მოგება და 8 წაგება აქვს და აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-12 ადგილზეა. მომდევნო შეხვედრას ბითაძის გუნდი 14 ნოემბერს, შინ “ფილადელფიასთან” ჩაატარებს.
GIPHY App Key not set. Please check settings