in

ბითაძის 15 ქულა და ინდიანას მორიგი მარცხი

გამთენიისას, ოეკანის გადაღმა NBA-ს რეგულარული ჩემპიონატის მორიგი შეხვედრები გაიმართა. გოგა ბითაძის “ინდიანა პეისერსი” “კლივლენდ კავალიერსს” დაუპირისპირდა და მორიგი მარცხი განიცადა – 124:127.

გოგა ბითაძემ პარკეტზე 18:09 წუთი გაატარა და ამ დროის განმავლობაში 15 ქულა, 9 მოხსნა, 3 ასისტი და 1 ბლოკი მიითვალა. ბითაძემ 6-დან 4 ორქულიანი და 4-დან 2 სამქულიანი ჩააგდო.

“პეისერსს” 22 მოგება და 45 მარცხი აქვს და აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-13 ადგილზეა. მომდევნო მატჩს “ინდიანა პეისერსი” 13 მარტს, “სან ანტონიოს” წინააღმდეგ გამართავს.

What do you think?

Written by Tato Nikuradze

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ისტორიის რეკორდი: მბაპეს ხელფასი უთხრეს – 100 მილიონი

ვიდეო: ტუნტულა ფანმა რონალდოს მიბაძა და საავადმყოფოში აღმოჩნდა