in

ბითაძის კარიერის რეკორდი: გოგას კარგი თამაში ინდიანას არ ეყო

გამთენიისას, ოკეანის გადაღმა NBA-ს რეგულარული ჩემპიონატის მორიგი ტურის შეხვედრები გაიმართა. გოგა ბითაძის “ინდიანა პეისერსი” “ვაშინგტონ ვიზარდს” დაუპირისპირდა და 123:133 დამარცხდა.

მარცხის მიუხედავად, ქართველმა ცენტრმა საკმაოდ კარგი თამაში ჩაატარა. ბითაძემ პარკეტზე გატარებულ 24 წუთში 20 ქულა და 6 მოხსნა მიითვალა. გოგა 100 %-იანი სიზუსტით ისროდა. მან ყველა სროლა კალათში მოათავსა. ქართველი ცენტრის მარგი ქმედების კოეფიციენტი +7 იყო. აღსანიშნავია, რომ აქამდე ბითაძეს ამერიკულ კარიერაში ერთ მატჩში ყველაზე მეტი 17 ქულა ჰქონდა ჩაგდებული და გუშინ კარიერის რეკორდი დაამყარა.

“პეისერსისგან” გოგაზე მეტი ქულა მხოლოდ მალკოლმ ბროგდონმა მიითვალა (37).

“ინდიანას” 22 მოგება, 44 მარცხი აქვს და აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-13 ადგილზეა.

მომდევნო შეხვედრას “პესიერსი” 9 მარტს, “კლივლენდ კავალიერსის” წინააღმდეგ გამართავს.

What do you think?

Written by Tato Nikuradze

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ნეტა რას იზამდა ბორუსია: ფრეებმა სოფლელებს არგო – XXV ტური

ქალაქი სიტია – XXVIII ტური