NBA-ში რეგულარული სეზონი დასრულდა და პლეი-ოფები იწყება. წლევანდელი სეზონი დასრულებულია გოგა ბითაძისთვის, რომლის “ინდიანა პეისერსმაც” 25 მოგებითა და 57 მარცხით აღმოსავლეთ კონფერენცია მე-13 ადგილზე დაასრულა და პლეი-ოფში თამაშის უფლება ვერ მოიპოვა.
გოგას კარგი სეზონი ჰქონდა, განსაკუთრებით მეორე ნახევარი, როდესაც “პეისერსი” დომანტას საბონისმა დატოვა.
ქართველმა ცენტრმა 2021/22 წლების სეზონში NBA-ში 50 შეხვედრა ჩაატარა, საშუალოდ 14.6 წუთს თამაშობდა და მისი საშუალო სტატისტიკა 7 ქულა, 3.5 მოხსნა და 1.1 ასისტი იქნება.
რაც შეეხბა მეორე ქართველ სანდრო მამუკელაშვილს, სანდრომ რეგულარული ჩემპიონატის ბოლო ტურში ქართული კალათბურთის ახალი ისტორია დაწერა. სანდრომ “კლივლენდ კავალიერსთან” 28 ქულა ჩააგდო და ზაზა ფაჩულიას რეკორდი მოხსნა (27 ქულა NBA-ს ერთ მატჩში).
GIPHY App Key not set. Please check settings