“ინდიანა პეისერსმა” ლას ვეგასის საზაფხულო ლიგისთვის მზადება დაიწყო, რომელიც 8-17 აგვისტოს გაიმართება NBA-ის ყველა კლუბის მონაწილეობით. სამწუხაროდ, პირველი ორი ვარჯიში პეისერსის ქართველმა ცენტრმა გოგა ბითაძემ გამოტოვა – მიზეზი ტრავმაა.
“გოგა ბითაძეს არ მიუღია მონაწილეობა საზაფხულო ლიგისთვის მზადების პირველ ორ ვარჯიშში, მიზეზი ზურგის ტკივილია. მას ყოველდღიურად შეამოწმებენ ექიმები, ჩვენ კი საჭიროებისამებრ ახალ ინფორმაციებს მოგაწვდით”, – წერს პეისერსის ოფიციალური საიტი.
აღსანიშნავია, რომ, მიუხედავად იმისა, რომ გოგა მე-3 სეზონს იწყებს ამერიკაში, მას საზაფხულო ლიგაში არ უთამაშია, 2019 წელს ვიზის პრობლემის გამო დააგვიანა და ლას ვეგასში მაშინ ჩავიდა, როცა გუნდი ბოლო მატჩებს თამაშობდა. 2020 წელს საზაფხულო ლიგა მსოფლიო პანდემიის გამო გაუქმდა. 8 აგვისტომდე დროა და გოგას გამოჯანმრთელება შეუძლია, მისთვის ძალზე მნიშვნელოვანია ამ საზაფხულო ლიგაზე თავის გამოჩენა.
GIPHY App Key not set. Please check settings