ავტორიტეტულმა საკალათბურთო გამოცემამ Bleacher report-მა NBA-ს იმ კალათბურთელების სია გამოაქვეყნა, რომლებსაც დიდი ნიჭი აქვთ და მათ ჯერ კიდევ არ გამოუმჟღავნებიათ სრულად საკუთარი პოტენციალი. ასეთი კალათბურთელების სიაში საქართველოს ნაკრებისა და “ინდიანა პეისერსის” ახალგაზრდა ცენტრი გოგა ბითაძე მოხვდა.
გამოცემა წერს, რომ გოგა ბითაძეს დიდი მომავალი აქვს და ის ინდიანაპოლისელების რიგებში მაილს ტერნერის კარგი შემცვლელია.
“გოგა ბითაძე, რომელიც “ინდიანამ” 2019 წლის დრაფტზე მე-18 ნომრად აირჩია, მისი გაბარიტებისთვის (სიმაღლე 2.11 მ. წონა 113 კგ.) კარგად გადაადგილდება და ტერნერის საიმედო შემცვლელად იქცა. მისი გუნდში ყოფნა გაცილებით რეალურს ხდის მაილსის ტრეიდს, თუკი, რასაკვირველია, შესაბამისი წინადადება იქნება. გოგა ძლიერი დაცვაშია და თუ სროლის პროცენტს გაიუმჯობესებს, მას მალე შეეძლება გუნდის ძირითადი ცენტრი გახდეს”, – წერს გამოცემა.
გოგა ბითაძემ სადებიუტო სეზონში საშუალოდ 8.7 წუთი ითამაშა, მე-2 სეზონში კი – 12.5 წუთი. ქართველი კალათბურთელი საშუალოდ 5.1 ქულას და 3.3 მოხსნას აგროვებს, მალე კი NBA-ში მე-3 სეზონს დაიწყებს და მისთვის პირველივე თამაში ამერიკულ კარიერაში მე-100 იქნება.
GIPHY App Key not set. Please check settings