in

ბითაძემ კარტერს წუთები გაუყო და ორმაგი დუბლი მოაგროვა

Jan 17, 2024; Atlanta, Georgia, USA; Atlanta Hawks guard Trae Young (11) attempts to protect the ball against Orlando Magic center Goga Bitadze (35) and Orlando Magic guard Jalen Suggs (4) during the first quarter at State Farm Arena. Mandatory Credit: Jordan Godfree-USA TODAY Sports

ქართველი გულშემატკივრების გადმოსახედადან საინტერესო რამ მოხდა ორლანდოსა და ატლანტას მატჩში. ატლანტაში გამართულ აღნიშნული შეხვედრის სასტარტო ხუთეულში ქართველი ცენტრი იმყოფებოდა, მისი კონკურენტი ვენდელ კარტერი კი თამაშში სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო. საბოლოოდ კი ისე მოხდა, რომ მწვრთნელმა ორივე თანაბარი დროით: 24-24 წუთი ათამაშა.

ორლანდოს თამაშებში ჩვენ, რა თქმა უნდა, გოგა ბითაძის ამბები გვაინტერესებს და ამ ხაზს რომ მივყვებით, ეს ფაქტი ამიტომ იყო გამორჩეული. როგორც ჩანს, კარტერმა, რომელსაც ხუთეულში ადგილი ქართველმა წაართვა, მის დაბრუნებაზე დიდადაა ორიენტირებული და აღნიშნულ მატჩში ძალიან მოინდომა, რის გამოც სათადარიგოდ მყოფმა ექსტრაწუთები მოიპოვა და მოედანზე ჩვეულებრივ სასტარტოზე მეტ ხანს დარჩა. მისი მოწადინება კი შედეგზე აისახა – კარტერმა სეზონში საუკეთესო შედეგი – 18 ქულა დადო, რასაც 5 მოხსნა, 2 პასი, 2 ჩაჭრა და 1 დაფარება მოაყოლა.

ბითაძემ კი აღნიშნულ, 24 წუთში ორმაგ დუბლს უწია. ქართველმა ცენტრმა 10 ქულა, 10 მოხსნა, 3 პასი, 2 დაფარება და 1 ჩაჭრა მიითვალა. გოგამ 7 ცდიდან 5 ორქულიანი ჩააგდო, 1 სამიანი კი ააცილა. სხვათა შორის, კარტერი სამქულიანების სროლით განთქმული ცენტრია. ამჯერად მან 4 ცდიდან 3 სამიანი მიითვალა.

სასტარტო ხუთეულისთვის ბრძოლა გრძელდება. ხუთეულში ბითაძე დგას, რომელსაც სათადარიგოთა სკამიდან კარტერი უტევს.

რაც შეეხება მატჩს, შეხვედრა ატლანტამ ბოლო წამზე, დეჯონტე მიურეის სამქულიანით მოიგო – 106:104.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

1970-იანი წლების საუკეთესო ფეხბურთელი კრუიფია

ჰაერში ვან დაიკი ყველაზე კარგია