ჩემპიონთა ლიგაზე პირველი ორი ნახევარფინალისტი გაირკვა. განმეორებითი მატჩები მოულოდნელი სცენარით წარიმართა. ორივე ფავორიტმა ბეწვის ხიდზე გაიარა, თუმცა ხიდის გადავლა ორივემ ვერ შეძლო.
მართალია, „ვილიარეალს“ „ბაიერნისთვის“ კარში არც პირველ და არც მეორე მატჩში დიდად არც დაურტყამს, მაგრამ შედეგისთვის ესეც ეყო, რადგან გოლების გატანა ვერც მიუნხენელებმა ვერ მოახერხეს. ესპანელებს აშკარად გაუმართლათ, როდესაც მატჩის მიწურულს გაიტანეს გადამწყვეტი გოლი.
„ბაიერნმა“ გოლი „ვილიარეალის“ ერთადერთი დარტყმის შემდეგ გაუშვა. ჯამში ესპანელებს კარში 2 ზუსტი დარტყმა მოაუგროვდათ მეოთხედფინალში.
უფრო იღბლიანი გამოვიდა ჩემპიონთა ლიგის სპეციალისტი გუნდი „რეალი“. მადრიდელები კომფორტული სხვაობით დაბრუნდნენ ლონდონიდან, მაგრამ იმდენი ქნეს, რომ საერთოდ 0:3-ს აგებდნენ და მხოლოდ მე-80 წუთზე გატანილი ბურთით გადაიყვანეს თამაში დამატებით დროში. იქ კი ისევ და ისევ ბენზემას წყალობით მოახერხეს წარმატება და მომდევნო ეტაპზე გასვლა.
„რეალმა“ მეცხრედ გამოაგდო ჩემპიონთა ლიგის/ჩემპიონთა თასის მოქმედი გამარჯვებული.
„რეალი“ ჩემპიონთა ლიგის ნახევრაფინალში ბოლო 12 სეზონში მეათედ ითამაშებს.
„ჩელსი“ – ისტორიაში მეორე ინგლისური კლუბია, რომელმაც ევროთასებზე „რეალის“ მოედანზე 3 გოლი გაიტანა.
ბენზემას ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფში 7 გოლი აქვს. რონალდოს რეკორდამდე – 3 ბურთი რჩება.
ანჩელოტი პირველი მწვრთნელია, რომელიც ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალამდე ზედიზედ 4 ათწლეულში გავიდა.
ანჩელოტი: „ამბობდნენ, რომ ესპანური კლუბები ინგლისურზე სუსტები არიან. მაგრამ ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში ლა ლიგის 2 გუნდია“.
ტუხელი: „ჩელსის“ შეუძლია იამაყოს. ასეთი მატჩები საშუალებას გაძლევს წინ იარო. დავიმსახურეთ გასვლა, მაგრამ ბევრი სერიოზული შეცდომა გვქონდა“.
მოდრიჩი: „ჩელსი“ – ყველაზე რთული მეტოქეა. ლონდონის 3:1-ის მერეც ვიცოდით, რომ ძნელი იქნებოდა“.
ნაჩო: „ბავშვობიდან გვასწავლიან, რომ არასოდეს უნდა დანებდე“.
რეალი – ჩელსი 2:3 დ.დ.
პირველი მატჩი 3:1
გოლები: 0:1 მაუნტი (15), 0:2 რიუდიგერი (51), 0:3 ვერნერი (75), 1:3 როდრიგო (80), 2:3 ბენზემა (96)
რეალი: კურტუა – კარვახალი, ნაჩო ფერნანდესი (88. ლუკას ვასკესი), ალაბა, ფ. მენდი (78. მარსელო) – კროოსი (73. კამავინგა), კაზემირო (78. როდრიგო), მოდრიჩი – ვალვერდე, ვინისიუსი (115. სებალიოსი), ბენზემა
ჩელსი: ე. მენდი – ჯეიმსი, ტიაგო სილვა, რიუდიგერი, ალონსო – კანტე (100. ზიეჩი), ლოფტუს-ჩიკი (106. საულ ნიგესი), კოვაჩიჩი (106. ჟორჟინიო) – მაუნტი, ჰავერტცი, ვერნერი (83. პულიშიჩი)
„ვილიარეალი“ ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში ისტორიაში მეორედ ითამაშებს.
„ვილიარეალს“ ბოლო 6 მატჩში 2 მოგება აქვს – „ბაიერნთან“ და „იუვენტუსთან“.
„ბაიერნმა“ ჩემპიონთა ლიგის 2 მატჩი პირველად ვერ მოიგო 2018/19 წლების სეზონიდან შემდეგ.
„ბაიერნი“ ზედიზედ მეორე სეზონია ლიგიდან მეოთხედფინალიდან გავარდა, ხოლო გერმანიის თსიდან – მეო-2 რაუნდში.
მიულერი: „ამის მიღება რთულია. „ბაიერნი“ მეტოქის კართან უკეთ უნდა თამაშობდეს“.
ალბიოლი: „ეს ძალიან დიდი მიღწევაა „ვილიარეალისთვის“.
ნაგელსმანი: „ბაიერნის“ ერთ-ერთი საუკეთესო თამაშია ბოლო თვეებში. დუელი პირველ მატჩში წავაგეთ“.
უნაი ემერი: „ვილიარეალს“ ბევრი შეცდომა ჰქონდა 88-ე წუთამდე, „ბაიერნს“ ერთი. და მას ფეხი დაუცდა“.
ბაიერნი – ვილიარეალი 1:1
პირველი მატჩი 0:1
გოლები: 1:0 ლევანდოვსკი (52), 1:1 ჩუკვუეზე (88)
ბაიერნი: ნოიერი – პავარი, უპამეკანო, ერნანდესი (87. დევისი) – სანე, კიმიხი, გორეტცა, კომანი – მუსიალა (82. გნაბრი), მიულერი (90. ჩუპო-მოტინგი) – ლევანდოვსკი
ვილიარეალი: რული – ფოიტი, ალბიოლი, პაუ ტორესი, ესტუპინიანი – პარეხო (90+3. ორიე), კაპუე, კოკელენი (84. ჩუკვუეზე) – მორენო, ლო სელსო, დანჯუმა (84. პედრასა)
GIPHY App Key not set. Please check settings