in

ბექა გიგაშვილი top 14-ის ტურის სიმბოლურში მოხვდა

საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების წევრი ბექა გიგაშვილი ფრანგული Top 14-ის გასული ტურის სიმბოლურ გუნდში მოხვდა. ბექას “ტულონმა” ლიგის აუტსაიდერი “აჟენი” ძალიან დამაჯერებლად 34:17 დაამარცხა.

ბექა გიგაშვილი “ტულონის” ძირითად შემადგენლობაში იყო და მოედანზე 61 წუთი გაატარა. ქართველი ბურჯი კარგი იყო სტატიკაში და ღია თამაშშიც რამდენიმე კარგი ეპიზოდი ჰქონდა.

ამ გამარჯვებით, “ტულონს” 57 ქულა დაუგროვდა და სატურნირო ცხრილში მე-5 ადგილზეა.

29 წლის ქართველი ბურჯის ანგარიშზე top 14-ის მიმდინარე სეზონში 8 მატჩი და 1 ლელოა.

What do you think?

Written by Tato Nikuradze

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ბერიძემ ზივზივაძეს მოუგო: უიპეშტი უნგრეთის თასის გამარჯვებულია

ვიდეო: გიორგი გაგუას ეფექტური გოლი სეგუნდა B-ში