in

ბეჟანიშვილის 17 ქულა და წაგება

NBA-ის G ლიგაში რეგულარული სეზონის მორიგ მატჩში გიორგი ბეჟანიშვილის „კოლეჯ პარკ სკაიჰოუკსი“ „ლონგ აილენდ ნეტსთან“ შეხვდა და 107:120 დამარცხდა.

ქართველი კალათბურთელი სასტარტო ხუთეულში იყო და 29 წუთი ითამაშა. მის ანგარიშზეა 17 ქულა, 7 მოხსნა და 1 ჩაჭრა. გიორგიმ 9-დან 6 ორქულიანი და 3-დან 3 ერთქულიანი ჩააგდო, ერთი სამქულიანი კი ააცილა. ასევე 3-ჯერ დაჯარიმდა და 2-ჯერ დაკარგა ბურთი.

ჯორჯიელები 9 მოგებითა და 9 მარცხით აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-9 ადგილზე არიან. პლეი-ოფში კონფერენციიდან 6 გუნდი გადის.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ბორჯღალოსნების 500 ლელო: ნიდერლანდებსაც მოვუგეთ და ესპანეთისთვის ვემზადებით

ვალენსიამ არაწასაგები წააგო და გასავარდნ ზონაშია: მამარდამ ვეღარ გადაარჩინა