in

ბენზემა ევროპის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს: მან მესის გაასწრო

მადრიდის „რეალის“ ფორვარდი ქარიმ ბენზემა ევროპის საუკეთესო ფეხბურთელად აღიარეს ფრანგული ჟურნალის Onze Mondial-ის მკითხველების გამოკითხვის შედეგად.

33 წლის ფრანგი პირველად იღებს ამ ჯილდოს. 2020/21 წლების სეზონში ყველა ტურნირზე მის ანგარიშზე 29 გოლი და 8 საგოლე პასია.

ბენზემამ ხმების 47.3% მიიღო და ლეო მესის (20.1%) და რობერტ ლევანდოვსკის (11.3%) გაასწრო.

შეგახსენებთ, საფრანგეთის ნაკრებიდან დაახლოებით 5 წლის წინ მოკვეთილი ბენზემა ევროპის ჩემპიონატის წინ ნაკრების განაცხადში შეიყვანეს.

Onze Mondial-ის ტოპ 11-ში კი ასევე შევიდნენ:

  1. კილიან მბაპე (პსჟ, 10,3%)
  2. ბრუნო ფერნანდეში („მანჩესტერი“, 3,5%)
  3. კრიშტიანო რონალდო („იუვენტუსი“, 3,2%)
  4. ჯოშუა კიმიხი („ბაიერნი“, 1,5%)
  5. ერლინგ ჰაალანდი („ბორუსია“ დორტმუნდი, 1%)
  6. რომელუ ლუკაკუ („ინტერი“, 0,8%)
  7. ილქაი გიუნდოგანი („სიტი“, 0,7%)
  8. ლუის სუარესი („ატლეტიკო“, 0,3%)

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ვიდეო: ბექჰემის ინტერმა ფორმა ოკეანის ფსკერზე აჩვენა

რუსეთიდან წასვლაზე მითითება არ მიგვიცია – რა ხდება კვარაცხელიაზე: რაზე ლაპარაკობენ ხვიჩა და მამამისი