in

ბენზემამ რაულს გაასწრო და ტოპ 5-ში შეძვრა: რეალი ბევრ პენალტს ურტყამს

ქარიმ ბენზემამ რაულს გაასწრო ლა ლიგაში გატანილი გოლებით „რეალის“ მაისურით.

35 წლის ფოირვარდმა „ელჩესთან“ ჩემპიონატის 21-ე ტურის შეხვედრაში (3:0) დუბლი შეასრულა. ორივე გოლი ფრანგმა პენალტიდან გაიტანა.

ბენზემას კარიერაში 36 პენალტი აქვს გატანილი, 8 კი გაფუჭებული.

ახლა ბენზემას ანგარიშზე 230 გოლია და „რეალის“ ლეგენდას 2 გოლით გადაასწრო (რაული – 228 გოლი).

ბენზემაზე წინ მხოლოდ კრიშტიანო რონალდოა – პორტუგალიელმა ლა ლიგაში 311 გოლი გაიტანა.

ისე კი რაულის ჩაჩოჩებით ბენზემა ლა ლიგის ისტორიაში ტოპ 5 ბომბარდირში შევიდა.

წინ არიან უგო სანჩესი (234), ტელმო სარა (252), კრიშტიანო რონალდო (311) და ლეო მესი (474).

ვთქვათ ისიც, რომ „რეალის“ სასარგებლოდ ჩემპიონატის მატჩებში 560 პენალტი დაინიშნა, რაც რეკორდია.
„ბარსამ“ 520-ჯერ დაარტყა 11-მეტრიანი, „ატლეტიკოს“ ანგარიშზე 478 პენალტია, „ვალენსია“ – 469, „ატლეტიკი“ – 430.

ამ სეზონშიც „რეალი“ ყველაზე მეტს პენალტს ურტყამს – 9.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ახლა უფრო მჯერა ტიტულის: სიტი არსენალს სულ უგებს – ჰოლანდი უკვე აგუეროა

რეალის გარდა ბევრი სხვა გუნდიცაა: ხვიჩა ნაპოლის გარდა სხვაგან არ ითამაშებს