ბელგიის თასის 1/16 ფინალურ შეხვედრაში გიორგი ჩაკვეტაძის “გენტი” “ბილესია ბილზენს” დაუპირისპირდა და 4:0 დაამარცხა. “გენტის” ძირითად შემადგენლობაში იყო და ხანგრძლივი პაუზის შემდეგ, გოლიც გაიტანა ქართული ფეხბურთის გამორჩეულმა ტალანტმა, გიორგი ჩაკვეტაძემ.
ჩაკვეს კარგ თამაშს ბელგიური მედიაც გამოეხმაურა.
“გენტმა მაყურებელს სანახაობრივი ფეხბურთი შესთავაზა. ჩაკვეტაძემ თავისი ეფექტური მატჩი ასევე ეფექტური თერთმეტმეტრიანით დააგვირგვინა. ქართველი უკანასკნელი რამდენიმე კვირის განმავლობაში ხშირად თამაშობდა და გვპირდება, რომ ამ სეზონში გენტის მნიშვნელოვანი ფიგურა გახდება. “ჩაკმა” გოლის შემდეგ აპლოდისმენტები დაიმსახურა, რომელიც ოდიჯამ უკვე მიიღო. ეს აჩვენებს, თუ რამდენად დიდი არჩევანი აქვს ვანჰაზებრუკს ნახევარდაცვასა და თავდასხმაში”.-წერს ბელგიური მედია.
“გელამკო” არენას მკვიდრი გუნდი მორიგ მატჩს პირველ ნოემბერს “როიალ უნიონის” წინააღმდეგ ჩაატარებს.
GIPHY App Key not set. Please check settings