Observatoire du Sport Business-მა პრემიერლიგის კლუბების სპოსნსორების ინფოგრაფიკა შეადგინა. სულ თავიდან მოყვნენ.
მარტივად შეიძლება შემჩნევა თუ როგორ შეიცვალა ვითარება. მაგალითად, ელექტრონიკის სექტორის კომპანიები პრემიერლიგის პირველი გათამაშებისას მაისურების 33%-ზე იწონებდნენ თავს. XXI საუკუნის დასაწყისში მხოლოდ 10% შერჩათ, 2021/22 სეზონში კი ერთიც არ დარჩა.
დაახლოებით ასეთივე სცენარით ვითარდებოდა მოდისა და სასმელ/საკვები სამყაროს სპონსორების ურთიერთობა.
ბოლო 10 წელიწადში სათამაშო ბიზნესის აშკარა უპირატესობა ჩამოყალიბდა. 2011/12 წლების სეზონში მათთან კონკურენციას ჯერ კიდევ უძლებდა ფინანსური სერვისები (30%), მაგრამ დღეისათვის, 2021/22 წლების სეზონში ბუქმეკერებზე სარეკლამო განთავსებების 45% მოდის. უახლესი მდევრები ისევ ფინანსური კომპანიები არიან (მაგალითად, „ტოტენჰემის“ AIA Group ან „ლივერპულის“ Standard Chartered), თუმცა ახლა მათი წილი 20%-ია.
GIPHY App Key not set. Please check settings