თბილისის „დინამომ“ კონფერენს ლიგაზე მალტის „ჰამრუნთან“ წააგო 1:2. ეს პირველი მატჩი იყო და სიტუაციის გამოსწორება განმეორებით შევხედრაში შეიძლება საკუთარ არენაზე. ამ მარცხში თავის წილ პასუხისმგებლობას ხედავს გუნდის მთავარი მწვრთნელი გიორგი ჭიაბრიშვილი, რომელიც ამბობს, რომ მისმა შეცდომებმაც განაპირობა ეს შედეგი.
დინამომ თამაში დამთავრებულზე წააგო – ვიდეო
გიორგი ჭიაბრიშვილი:
„თამაში რთული გამოდგა. ვიმედოვნებთ, რომ ამ ყველაფრის გამოსწორებას შინ შევძლებთ. ახლა მარცხის მიზეზებზე საუბარი არ ღირს, რადგან ბევრი რამ გაანალიზებული არ გვაქვს, მაგრამ ვხვდები, რომ პირადად მე ბევრი შეცდომა დავუშვი, რაც აისახა კიდეც თამაშზე.
ცვლილებების მომენტიც იყო, ბევრი ტრავმა, ძალიან ბევრი გაუთვალისწინებელი რამ. სრული პასუხისმგებლობით ვამბობ, მთელი თამაში ჩემი დაგეგმილი იყო. ვფიქრობ, არ გამომივიდა ის, რაც დავგეგმე და ამიტომ ეს თამაში დავთმეთ.ვეცდები, თბილისური მატჩი სხვანაირად დავგეგმო, შემოვაბრუნოთ და შემდეგ ეტაპზე გავიდეთ“.
GIPHY App Key not set. Please check settings