ჩემპიონთა ლიგის შემდეგ კიდევ ორი ევროტურნირის ნახევარფინალები გაიმართა და ფინალისტებიც გაირკვნენ. ლევერკუზენის „ბაიერის“ სასწაული ისევ გრძელდება. ეს ალბათ რაღაც მაგია და ზებუნებრივი ძალებია. აბა როგორ შეიძლება სეზონში უთვალავჯერ აგებდე და წამატებულ დროში გადაარჩინო თამაში. ასე მოხდა ახლაც – 90+7 წუთზე გაათანაბრა ანგარიში და რეკორდიც დაამყარა: 49 მატჩი წაუგებლად. დამხობილია 1965 წელს „ბენფიკას“ რეკორდი.
„ბაიერს“ „რომა“ გასვლაზე 2:0 ჰყავდა დამარცხებული, განმეორებით შეხვედრაში უპირატესობას ფლობდა, მაგრამ ორი გოლი გაუშვა პენალტიდან. 82-ე წუთზე კუთხურიდან ჩაწოდებისას ბურთი ყველას გადააფრინდა, მანჩინის უიღბლოდ მოხვდა და კარში შევარდა. ამის შემდეგ მასპინძლები გასატანად გავარდნენ წინ და როგორც ყოველთვიც ახლაც გაუმართლდათ.
„ბაიერმა“ ამ სეზონში კომპენსირებულ დროში 17 გოლი გაიტანა.
„ბაიერი“ ევროთასების ფინალში მესამედ გავიდა. ერთხელ უეფას თასი მოიგო („ესპანიოლთან“ პენალტების სერიაში), მეორედ კი ჩემპიონთა ლიგის ფინალი წააგო ზიდანის სუპერგოლიან „რეალთან“ (1:2).
„ატალანტამ“ „ველოდრომზე“ ფრედ დასრულებული შეხვედრის (1:1) შემდეგ, საკუთარ მოედანზე „მარსელს“ 3:0 მოუგო.
ბაიერი – რომა 2:2
გოლები: 0:1 პარედესი (43, პენ), 0:2 პარედესი (66, პენ), 1:2 მანჩინი (82, საკ. კარში), 2:2 სტანიშიჩი (90+7)
ატალანტა – მარსელი 3:0
გოლები: 1:0 ლუკმანი 30), 2:0 რუჯერი (52), 3:0 ტურე (90+4)
ფინალი 22 მაისს, დუბლინშია და ერთმანეთს „ბაიერი“ და „ატალანტა“ შეხვდებიან.
კონფერენს ლიგის საპასუხო ნახევარფინალურ მატჩში „ოლიმპიაკოსმა“ მაროკოელი აიუბ ელ კააბის დუბლით „ასტონ ვილა“ 2:0 დაამარცხა, ორი შეხვედრის ჯამში 6:2 აჯობა და ლამის საშინაო ფინალში გავიდა, რადგან ფინალი ათენშია.
29 მაისს, ათენის “OPAP არენაზე” „ოლიმპიაკოსი“ „ფიორენტინას“ შეხვდება, რომელიც კონფერენს ლიგის ფინალში ზედიზედ მეორედ ითამაშებს.
ბერძნული გუნდი 1971 წლის შემდეგ ევროტურნირის ფინალში არ ყოფილა.
ბრიუგე – ფიორენტინა 1:1 (2:3)
ოლიმპიაკოსი – ასტონ ვილა 2:0
გოლები: 1:0 ელ კააბი
(10), 2:0 ელ კააბი (78)
GIPHY App Key not set. Please check settings