in

ბასილაშვილს ისტორიულ გამარჯვებამდე ცოტა დაკლდა: ნიკამ ყოფილ პირველ ჩოგანს 2 სეტი მოუგო

ისტორიული გამარჯვება და რევანში  არ შედგა. ავსტრალიის ღია პირველობის ძირითადი ბადის პირველ შეხვედრაში საქართველოს პირველი და მსოფლიოს 23-ე ჩოგანი ნიკოლოზ ბასილაშვილი ავსტრალიის ღია პირველობის 5-გზის გამარჯვებულს, უიმბლდონის 2-გზის ჩემპიონს, 2-გზის ოლიმპიურ ჩემპიონს და მსოფლიოს ყოფილ პირველ ნომერს (2016) ენდი მარის დაუპირისპირდა და 5 სეტიან დრამატულ ბრძოლაში დამარცხდა.

ნიკამ პირველი სეტი უშანსოდ 1:6 წააგო. მეორე სეტში ქართველი საკუთარ მოწოდებაზე უფრო დამაჯერებელი იყო და მეტოქის ჩაწოდებაზეც საკმაოდ აქტიურობდა, რის ხარჯზე ბრეიქიც განახორციელა.

სწორედ ერთი ბრეიქის უპირატესობით 6:3 მოიგო ნიკამ მეორე სეტი. მესამე სეტში უკვე მარიმ მოიგო ერთი ბრეიქით 4:6.მეოთხე სეტი.

მატჩში ყველაზე დაძაბული გამოდგა. ნიკას ბრეიქით სეტი 4:2 მიყავდა, მაგრამ მარიმ უკუბრეიქით მალევე გაათანაბრა ანგარიში და სეტი ტაი-ბრეიქამდე მივიდა. ტაი-ბრეიქეზე უკეთესი ბასილაშვილი იყო და შეხვედრა გადამწყვეტ მეხუთე სეტში გადაიყვანა.

მეხუთე სეტი ქართველი ჩოგბურთელისთვის ცუდად დაიწყო. სეტის სტარტზე ენდი მარი 4:1 დაწინაურდა, მაგრამ ნიკამ კიდევ ერთხელ გვაჩვენა თავისი გაუტეხავი, მებრძოლი ხასიათი და მარის ზედიზედ სამი გეიმი მოუგო, მაგრამ როგორც ჩანს მეტი ვერაფერი შეძლო. ამის შემდეგ,ენდი მარიმ ჯერ თავისი გეიმი მოიგო შემდეგ კი, მეტოქის დაბრეიქებაც შეძლო. ნიკას მოწოდებაზე ბრიტანელს სამი მატჩპოინტი ჰქონდა. ქართველმა ორის გადარჩენა მოახერხა, მაგრამ მესამე მარიმ გამოიყენა და შეხვედრა მის სასარგებლოდ დაასრულა.

What do you think?

Written by Tato Nikuradze

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ნიკა ამაშუკელი: ვერასდროს წარმოვიდგენდი 6 ერის ნაწილი თუ გავხდებოდი

რა თანხა გამოიმუშავა ბასილაშვილმა ავსტრალიის ღია პირველობაზე?