ნიკოლოზ ბასილაშვილმა ინდიან უელსის ფინალში დღეს გამთენიისას იასპარეზა. მისი მეტოქე დიდი ბრიტანეთის წარმომადგენელი კამერონ ნორი გახდა. ამ უკანასკნელმა საქართველოს საუკეთესო ჩოგბურთელის დამარცხება შეძლო და საჩოგბურთო სამოთხეში, ტიტული დაისაკუთრა.
მოგახსენებთ, რომ ინდიან უელსზე ბასილაშვილმა საერთო ჯამში 640,000 აშშ დოლარი გამოიმუშავა და 600 სარეიტინგო ქულაც მიიღო. სწორედ ამის ხარჯზე, ნიკა ATP რეიტინგში დაწინაურდა და დღეს ის მსოფლიოს 27–ე ჩოგანი გახლავთ. ტურნირის დაწყებამდე კი 36–ე იყო.
ინდიან უელსის გამარჯვებულს კი წილად 1000 სარეიტინგო ქულა და 1,209,730 აშშ დოლარი ხვდა. მოგახსენებთ, რომ მასტერსის მოგების შემდეგ, ბრიტანელი რეიტინგში 11 პოზიციით დაწინაურდა და მე–15 ადგილს იკავებს.
შეგახსენებთ, რომ ნიკამ ხსენებულ ტურნირზე ისეთი ჩოგბურთელების დამარცხება შეძლო, როგორიცაა: ამერიკელი ეუბანკსი, ესპანელი რამოს–ვინოლასი,რუსი კარენ ხაჩანოვი, ბერძენი სტეფანოს ციციპასი და ამერიკელი ტეილორ ფრიცი.
GIPHY App Key not set. Please check settings