in

ბასილაშვილმა ფედერერი დააფიქრა: ქართველთან წაგების შემდეგ ლეგენდამ დუბაის ტურნირზე უარი თქვა

შვეიცარიელი ჩოგბურთელმა როჯერ ფედერერმა განაცხადა, რომ აღარ მიიღებს მონაწილეობას დუბაის ტურნირზე, რომელიც მომდევნო კვირას ჩატარდება. ტრავმის შემდეგ დაბრუნებულმა ლეგენდამ ბრიტანელი დენ ევანსი კი დაამარცხა, მაგრამ მეოთხედფინალში ნიკოლოზ ბასილაშვილთან დამარცხდა.

დაუჯერებელია: ისტორია, რომელსაც არასოდეს დაივიწყებენ – ბასილაშვილმა ფედერერი დაამარცხა

ქათველთან წაგების შემდეგ ფედერერმა ჩათვალა, რომ მას ვარჯიშებზე კონცეტრირება სჭირდება.

„მაგარი იყო ტურში დაბრუნება, მომეწონა თითოეული წუთი, რომელიც დოჰაში გავატარე. დიდი მადლობა საუკეთესო და ერთგულ გუნდს, რომლებიც დამეხმარნენ აქ მოხვედრაში. გადავწყვიტე ვარჯიშებს დავუბრუნდე და ამიტომ დუბაიში არ ვითამაშებ“, – დაწერა 39 წლის ფდდერერმა.

დოჰაში გამოსვლამდე დიდი სლემის 20-გზის მომგები როჯერი Australian Open-2020-ზე თამაშობდა.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

დაუჯერებელია: ისტორია, რომელსაც არასოდეს დაივიწყებენ – ბასილაშვილმა ფედერერი დაამარცხა

ახალი ბარსელონა ჰაალანდისა და მესის გარშემო აეწყობა და გაიმარჯვებს