საქართველოს პირველმა ჩოგანმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა ტიტულის და სარეიტინგო ქულების დაცვა ვერ შეძლო.
მიუნხენის BMW open-ზე, რომლის მოქმედი გამარჯვებულიც ბასილაშვილია, 1/4 ფინალურ შეხვედრაში სერბ მიომირ კაცმანოვიჩს დაუპირისპირდა, რომელიც მსოფლიოს 38-ე ჩოგანია და ორ სეტში 6:7;2:6 დამარცხდა.
ქართველმა ჩოგბურთელმა მხოლოდ 45 ქულის დაცვა შეძლო და უდიდესი ალბათობით რეიტინგში დაქვეითებაც მოუწევს. ამ დროისთვის ნიკა მსოფლიოს მე-20 ჩოგანია. მისი კარიერის საუკეთესო შედეგი კი, რეიტინგის მე-16 ნომრობა იყო (2016).
GIPHY App Key not set. Please check settings