რუანის ტურნირის პირველ წრეში ნიკოლოზ ბასილაშვილმა (96) ფრანგი ანტუან ჰოანგი (380) 7:6, 4:6, 6:2 დაამარცხა. მატჩი 2 საათსა და 25 წუთს გაგრძელდა.
მეორე წრეში ბასილაშვილის მეტოქე კვლავ ფრანგია – მატიას ბურჟე (361), რომელიც ისევე, როგორც ჰოანგი, საკვალიფიკაციოდან გავიდა და ყაზახ დენის იევსეევს (290) ორ სეტში სძლია.
ბასილაშვილისა და ბურჟეს შეხვედრა 10 ნოემბერს გაიმართება.
GIPHY App Key not set. Please check settings