in

ბასილაშვილმა მსოფლიოს მესამე ჩოგანი დაამარცხა და ნახევარფინალშია

ATP ტურის მასტერსზე ნიკოლოზ ბასილაშვილმა (36) კარიერაში პირველად ითამაშა 1/4 ფინალში – ინდიან ველსში (საპრიზო ფონდი 9 146 125 დოლარი) მისი მეტოქე მსოფლიოს მე-3 ჩოგანი, ბერძენი სტეფანოს ციციპასი იყო. ქართველმა ჩოგბურთელმა სენსაციურად, სამ სეტში გაიმარჯვა – 6:4, 3:6, 6:4.

ბასილაშვილმა ციციპასი კარიერაში პირველად დაამარცხა. ნახევარფინალში მისი მეტოქე ან ალეკსანდერ ზვერევი (გერმანია. 4) იქნება ან ტეილორ ფრიტცი.

ნიკამ მატჩი ბრწყინვალედ დაიწყო და პირველივე გეიმზე მეტოქეს მოწოდება აართვა. მალე ეს კიდევ ერთხელ გაიმეორა, თუმცა იქვე თავისი მოწოდება წააგო. საბოლოოდ, 45 წუთში ბასილაშვილმა სეტი ბოლომდე მიიყვანა – 6:4. მეორე სეტში ვითარება მკვეთრად შეიცვალა. 1:2-ზე ბასილაშვილმა საკუთარი მოწოდება დაკარგა, სეტის ბოლოს ეს კიდევ ერთხელ მოხდა – 3:6. ციციპასმა ცუდად დაიწყო გადამწყვეტი სეტიც, საკუთარი მოწოდება კიდევ ერთხელ დათმო. სამწუხაროდ, გეიმი ციციპასმა მალევე დაიბრუნა და ანგარიში გათანაბრდა – 2:2. 3:3-ზე ბერძენმა ჩოგბურთელმა საკუთარ მოწოდებაზე ორმაგი შეცდომა დაუშვა და ნიკა 4:3 დაწინაურდა და თამაში გამარჯვებამდე მიიყვანა – 6:4. ჯამში მატჩი 2 საათი 11 წუთი გაგრძელდა.

ამ გამარჯვებით ნიკამ მსოფლიო რეიტინგში სულ მცირე, 29-ე პოზიცია დაიბევა, რაც 7-ადგილიანი წისვლა იქნება. თუ ნახევარფინალშიც გაიმარჯვებს, ნიკას ქულები 2 000-ს გადაცდება და 27-ე პოზიციაზე გადავა.

შეგახსენებთ, რომ ქართველმა ჩოგბურთელმა ინდიან ველსში ამერიკელი კრისტოფერ ეუბენქსი 6:4, 6:3 დაამარცხა, ესპანელ ალბერტ რამოს-ვინოლასს 4:6, 7:6 (7:2), 6:2 სძლია, ხოლო მერვედფინალში რუს კარენ ხაჩანოვს აჯობა – 6:4, 7:6 (8:6).

What do you think?

Written by Tato Nikuradze

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

დავით ქირია one championship-ის ნახევარფინალშია

ვიდეო:ბასილაშვილმა ისტორიული გამარჯვება შვილს მიუძღვნა