in

ბასილაშვილმა ინდიან უელსი გამარჯვებით გახსნა

საქართველოს პირველმა ჩოგანმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა ინდიან უელსის ტურნირი გამარჯვებით დაიწყო. ქართველი ჩოგბურთელი განთესილი იყო, ამიტომ ტურნირში მეორე წრიდან ჩაერთო.

ბასილაშვილი 25 წლის ამერიკელს, მსოფლიო კლასიფიკაციაში 194-ე ნომერ კრისტოფერ ეუბანკსს დაუპირისპირდა და ორ სეტში 6:4; 6:3 დაამარცხა.

მომდევნო ეტაპზე ნიკოლოზ ბასილაშვილი ესპანელ ალბერტ რამოსს შეხვდება, რომელმაც კანადელი ფელიქს აუჟერ ალიასიმი დაამარცხა.

What do you think?

Written by Tato Nikuradze

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

მამუკელაშვილის 7 ქულა იუტასთან და მარტივი გამარჯვება

ისევ ბენზემა და მბაპე: საფრანგეთი ერთა ლიგის გამარჯვებულია