in

ბასილაშვილი წყვილებში დამარცხდა, ჯერი ერთეულთა თანრიგზეა

ჩოგბურთის მოყვარულებს კარგად გეცოდინებათ, რომ ე.წ. თიხნარის სეზონი დაიწყო. ჩვენი მთავარი ყურადღება სარდინიისკენ არის მიპყრობილი, სადაც სარდინიის 250-იან მასტერზე ქართველი ნიკოლოზ ბასილაშვილი ასპარეზობს.

დღეს, ნიკამ წყვილთა თანრიგში იასპარეზა და მარცხი განიცადა, ახლა კი, ერთეულთა თანროგზე გადაინაცვლებს. ბასილაშვილისა და გერმანელი ანდრე ბეგეგმანის წყვილი იტალიელებს ჯულიო ზეპერს და ანდრია პელეგრინოს დაუპირისპირდნენ და 6:7; 1:6 დამარცხდნენ.

ამრიგად, ნიკოლოზ ბასილაშვილმა წყვილთა შორის ასპარეზობა უკვე დაასრულა. მთავარი კი რა თქმა უნდა, ერთეულთა თანრიგია.

შეგახსენებთ, ნიკოლოზ ბასილაშვილი განახლებულ რეიტინგში 37-ეა. აღნიშნულ ტურნირზე კი, მეოთხე ნომრად არის განთესილი.

განახლებული რეიტინგი: ბასილაშვილი 37-ეა – რეიტინგში ჯოკოვიჩი ლიდერობს

What do you think?

Written by Tato Nikuradze

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ხვიჩა კვარაცხელია: მსურს გულშემატკივრებს იმედები გავუმართლო – ბაზაზე ვცხოვრობ, რადგან მხოლოდ ფეხბურთზე ვიფიქრო

ფეხბურთის განვითარების ფონდი, ევროპის ჩემპიონატი, მასობრივი სპორტი: კობიაშვილმა და მინისტრმა ილაპარაკეს