საქართველოს პირველმა ჩოგანმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა მონტე კარლოს მასტერსზე ასპარეზობა დაიწყო და უკვე დაამთავრა კიდეც. პირველ ეტაპზე საქართველოს პირველი და მსოფლიო რეიტინგის მეოცე ნომერი ნიკოლოზ ბასილაშვილი, რომელიც მე-15 ნომრად იყო განთესილი, მსოფლიოს ყოფილ მესამე ნომერს, ბულგარელ გრიგორ დიმიტროვს დაუპირისპირდა და მატჩის დამთავრება ვერ მოახერხა.
ბასილაშვილმა პირველი სეტი 3:6 წააგო. მეორე სეტი ბულგარელს 2:0 მიყავდა, როდესაც ნიკამ თავი შეუძლოდ იგრძნო და მატჩის შეწყვეტა გადაწყვიტა.
ამ ეტაპზე უცნობია, შეძლებს თუ არა ქართველი მონტე კარლოს მასტერსზე წყვილთა თანრიგში გამოსვლას.
GIPHY App Key not set. Please check settings