in

ბასილაშვილი როლან გაროსს სერბით იწყებს

საფრანგეთის ღია პირველობის 2021 წლის გათამაშება სტარტს 30 მაისს აიღებს.

ტურნირზე მონაწილეობს საქართველოს ყველა დროის საუკეთესო ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი. 29 წლის ქართველის ბადე ცნობილია – ის პირველ წრეში დუშან ლაიოვიჩს (39) შეხვდება.
მის წინააღმდეგ ქართველს 5-ჯერ უთამაშია, 4 შემთხვევაში კი გამარჯვება მოახერხა.
სერბული ბარიერის დაძლევის შემთხვევაში, ნიკოლოზი საკვალიფიკაციო ეტაპიდან ძირითად ბადეში მოხვედრილ ჩოგბურთელს დაუპირისპირდება.

ბასილაშვილი წინა “როლან გაროსზე” პირველივე შეხვედრაში, ტიაგო მონტეიროსთან (79) დამარცხდა.

ზოგადად კი, ნიკოლოზი საფრანგეთის ღია პირველობის მეორე რაუნდში მხოლოდ ერთხელ, 2017 წელს გავიდა.

What do you think?

Written by Tato Nikuradze

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ოქრიაშვილი შესაძლოა პანათინაიკოსში გადავიდეს

ოფიციალურად: ქეცბაია ანორთოსისში რჩება