in

ბასილაშვილი კორტზე შეუძლოდ გახდა და მატჩი ვერ ჩაამთავრა

ამ წუტებში საქართველოს ჩოგბურთის ნაკრები atp cup-ზე მესამე შეხვედრას საბერძნეთის წინააღმდეგ მართავს. პირველ შეხვედრაში სანდრო მეტრეველმა მარცხი განიცადა.

მეორე შეხვედრაში კი, კორტზე ნიკოლოზ ბასილაშვილი და სტეფანოს ციციპასი შეხვდნენ ერთმანეთს.

პირველი სეტის მიმდინარეობისას, როდესაც ბერძნე ჩოგბურთელს სეტის ანგარიში 4:1-ზე მიყავდა, ნიკამ თავი შეუძლოდ იგრძნო და მატჩის გაგრძელება ვეღარ მოახერხა. შესაბამისად, გამარჯვება ციციპასს ჩაეთვალა.

შეგახსენებთ, ნიკამ ჯანმრთელობის პრობლემების გამო ვერც ჰურბერტ ჰურკაჩთან ითამაშა.

ამ წუთებში, წყვილთა მატჩში ერთმანეთს მეტრეველი-ბაკში და პერვოლარაკის-სტეფანოს ციციპასი უპირისპირდებიან.

What do you think?

Written by Tato Nikuradze

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

შოთა არველაძე – კრასნოდარის მწვრთნელობის კანდიდატია

დრამატული მატჩი და ისტორიული გამარჯვება: მეტრეველი/ბაკშის წყვილმა ციციპასს და პელვორაკისს აჯობეს