საქართველოს პირველი ჩოგანი ნიკოლოზ ბასილაშვილი ინდიანა ველსის ტურნირისთვის მეზადება. ქართველი ჩოგბურთელი აღნიშნულ ტურნირზე განთესილი იქნება და პირველ წრეში დაისვენებს.
მეორე რაუნდში ბასილაშვილი ბელარუს ეგორ გერასიმოვსა და კვალიფიკაციის ერთ-ერთ გამარჯვებულ დაუპირისპირდება. იმ შემთხვევაში თუ ბასილაშვილი ამ ეტაპზე დაძლევს, მესამე წრეში ნიკა კანადელ ფელიქს ოჟიე-ალიასიმს შეხვდება.
შარშან ინდიან ველსის მასტერსი პანდემიის გამო არ ჩატარებულა, 2019 წელს კი, ბასილაშვილმა პირველივე მატჩი წააგო ინდოელ პრაინეშ გუნესვარანთან – 4:6, 7:6 (8:6), 6:7 (4:7).
GIPHY App Key not set. Please check settings