in

ბასილაშვილი დოჰაში ქულების და ტიტულის დაცვას შეეცდება

საქართველოს პირველი ჩოგანი ნიკოლოზ ბასილაშვილი მონპელიეში წარუმატებელი გამოსვლის შემდეგ, დოჰაში გადაინაცვლებს და ქულების დაცვას შეეცდება.

მოგეხსენებათ, ბასილაშვილმა შარშან დოჰას ტურნირზე გაიმარჯვა. წელს ყატარის დედაქალაქში საკმაოდ ძლიერი ჩოგბურთელები ჩავლენ. დოჰაში ამ ტურნირის სამი ყოფილი ჩემპიონი: ენდი მარი, გაელ მონფილსი და ნიკოლოზ ბასილაშვილი იასპარეზებენ.

აღნიშნულ ტურნირზე ნიკა მეოთხე ნომრადაა განთესილი. ბასილაშვილს ოქტომბრის შემდეგ არ მოუგია და 8-მატჩიანი წაგებათა სერია აქვს.

დოჰას ტურნირი 14-19 თებერვალს გაიმართება.

What do you think?

Written by Tato Nikuradze

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

პსჟ ევროპაში ხელფასებზე ყველაზე მეტს ხარჯავს: კაი გვარიანი თანხაა

ბავშვები საუკეთესოები არიან ამ სამყაროში: კრიშტიანომ ახალი ფოტო და პოსტი დადო