in

ბასილაშვილის ქამბექი და ქართველმა ჩოგბურთელმა როლან გაროსზე პირველი შეხვედრა მოიგო

ასეთი ბოლომდე მებრძოლი, შეუპოვარი ნიკოლოზ ბასილაშვილი ყველას მოგვენატრა. როლან გაროსის 1/64 ფინალურ შეხვედრაში საქართველოს პირველი და მსოფლიოს 24-ე ჩოგანი ნიკოლოზ ბასილაშვილი აშშ-ს წარმომადგენელ მაქსიმ კრესის დაუპირისპირდა, რომელიც ATP-ის 62-ე ჩოგანია და ხუთ სეტში დაამარცხა -3:6; 2:6; 7:6; 6:4;6:4

ნიკა თავიდან ცუდად გამოიყურებოდა. პირველი სეტი ამერიკელმა 2:6 მოიგო. ერთი ბრეიქის უპირატესობით მოიგო მეორე სეტიც და სეტებში ანგარიში 0:2 იყო. მესამე სეტშო ნიკოლოზმა სეტი ძალიან დაძაბულ, დრამატულ ტაი-ბრეიქზე მოიგო . მეოთხე სეტში ნიკოლოზმა შეძლო კრესის დაბრეიქება და ერთ ბრეიქიანი უპირატესობით 6:4 შეძლო სეტებში ანგარიშის გათანაბრება.

მეხუთე გადამწყვეტ სეტში, როდესაც ანგარიში 3:3 იყო, ქართველმა ჩოგბურთელმა მოახერხა მეტოქის მოწოდების მოგება, რაც საბოლოოდ გადამწყვეტიც გამოდგა და დაძაბული შეხვედრა გამარჯვებამდე მიიყვანა.

მომდევნო ეტაპნზე ნიკოლოზ ბასილაშვილი აშშ-ს წარმომადგენელ მაკენზი მაკდონალდსა (60) და იტალიელ ფრანკო აგამენონს შორის გამარჯვებულს შეხვდება.

What do you think?

Written by Tato Nikuradze

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ზაზა ჯანაშია: ჩემს გუნდში ასეთი რამ გამორიცხულია -გავასაჩივრებთ და გავარკვევთ ყველაფერს

ვინისიუსის და ჰაალანდის გვერდით: მამარდაშვილი სეზონის სიმბოლურში