in

ბასილაშვილის სოლიდური მონაგარი და მოსალოდნელი წინსვლა რეიტინგში

27 ოქტომბერს, ნიკოლოზ ბასილაშვილი ვენის 500-ქულიანი ტურნირის მერვედფინალში მსოფლიოს მე-7 ჩოგანს, იტალიელ მატეო ბერეტინის დაუპირისპირდა და სამ სეტში 7:6, 2:6, 3:6 დამარცხდა.

მერვედფინალამდე, ქართველი ესპანელ პაბლო კარენო ბუსტას შეხვდა და მეტოქეს სამ სეტში 7:5, 4:6, 6:3 მოუგო.

ბასილაშვილმა ვენის ტურნირზე ასპარეზობით 45 სარეიტინგო ქულა და 32 885 ევრო გამოიმუშავა. ეს ის თანხაა, რაც მან კარენო-ბუსტას დამარცხების შემდეგ მიიღო.

შეგახსენებთ, რომ ნიკა ამჟამად მსოფლიო რეიტინგში 25-ე პოზიციას იკავებს, მაგრამ ამ ტურნირზე მოპოვებული ქულებით იგი 22-ე ადგილამდე აღზევდება.

What do you think?

Written by Tato Nikuradze

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ესპანურმა მარკამ ხვიჩა კვარაცხელია იმ ახალგაზრდა ტალანტებს შორის შეიყვანა, რომლებიც ყურადღებას იმსახურებენ

მარიამ ბოლქვაძე საფრანგეთის ტურნირის 1/4 ფინალშია