in

ბასილას ცოტა დააკლდა: ნიკა ინდიან უელსის ვიცე-ჩემპიონია

ნიკოლოზ ბასილაშვილი ამერიკის შეერთებულ შტატებში მიმდინარე “ინდიანა უელსის” მასტერსის ფინალში დამარცხდა.

დღეს ტურნირის ფინალში ბასილაშვილი კამერონ ნორის დაუპირისპირდა და მატჩი სამ სეტში დათმო.

პირველ სეტში 1:1-ზე ნორიმ ბრეიკი შეასრულა, თუმცა ბასილაშვილმა ზედიზედ ორი ბრეიკით უპასუხა და სეიტი თავის სასარგებლოდ დაასრულა – 6:3.

მეორე სეტში ორი ბრიკი უკვე მეტოქემ შეასრულა – ნორიმ სეტი 6:4 მოიგო, წინ კი გადამწყვეტი, მესამე სეტი გველოდა, რომელიც ბრიტანელის გამარჯვებით დასრულდა – 6:1.

შეგახსენებთ, რომ ბასილაშვილი წელს მასტერსის 1/4-ფინალში კარიერაში პირველად გავიდა და ამ ტურნირზე ეს მისთვის საუკეთესო შედეგად ითვლებოდა.

მანამდე 1/16-ფინალში დაძაბულ ბრძოლაში ქართველმა ჩოგბურთელმა მნიშვნელოვანი შეხვედრა სამ სეტში მოუგო ესპანელ ალბერტ რამოს-ვინოლასს და ამის შემდეგ 1/8-ფინალში საკმაოდ ძლიერი რუსი ჩოგბურთელი კარენ ხაჩანოვი ორ სეტში დაამარცხა.

სამ სეტში დაამარცხა 1/4 ფინალში მსოფლიოს მასშტაბით მესამე ჩოგანი სტეფანოს ციციპასიც და ნახევარფინალამდე ასე მივიდა.

ტურნირის 1/2-ფინალში ბასილაშვილი ამერიკელ ტეილორ ფრიცს დაუპირისპირდა და ორ სეტში მოუგო.

What do you think?

Written by Tato Nikuradze

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

1 ვერცხლი და 3 ბრინჯაო პარიზის გრან სლემზე:სანებლიძემ ბრინჯაო მოიგო

ბასილაშვილს რეიტინგში დიდი წინსვლა ელის