„ბარსელონას“ 21 წლის პორტუგალიელმა ნახევარმცველმა ფრანციშკუ ტრინკაუმ 7 თებერვალს პირველი გოლი გაიტანა. ესპანეთის ჩემპიონატში ტრინკაუმ გადამწყვეტი დარტყმა შეასრულა და 87-ე წუთზე „ბეტისთან“ ანგარიში 3:2 გახადა.
მეორე დღეს კი ავტოსალონმა J.M Automocion-მა განაცხადა, რომ ფეხბურთელმა მათგან 250 ათას ევროდ შეფასებული Lamborghini Huracan EVO შეიძინა. სარბოლი ავტომობილი საათში 325 კილომეტრს ავითარებს და კაპოტის ქვეშ 640 ცხენის ძალა აქვს. მოდელს პირველი 100 კმ/სთ-ის ასაკრეფად სულ რაღაც 3 წამი სჭირდება.
ფრანციშკუს გემოვნება ნამდვილად აქვს, მან ექსკლუზიური მოდელი აირჩია, ესპანეთში სულ 9 ასეთი ავტომობილია გაყიდული. ავტოსალონის თანამშრომლებმა შენობის შესასვლელში გამოფინეს ფოტო, რომელზეც 21 წლის პორტუგალიელი თავისი ახალი სპორტქარითაა გამოსახული.
2020-21 წლის სეზონზე, ტრინკაუმ ესპანეთის ჩემპიონატზე 17 მატჩი ითამაშა და „ბეტისთან“ გატანილ გოლამდე მხოლოდ ერთი შედეგიანი გადაცემა ქონდა.
„ბარსელონამ“ ნახევარმცველი 2020 წლის იანვარში, 31 მილიონ ევროდ იყიდა. ფეხბურთელის დებიუტი გასული წლის სექტემბერში შედგა.
GIPHY App Key not set. Please check settings